არჩილ მამათელაშვილი
დირექტორი
არჩილ მამათელშვილს აქვს 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროში. მას ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი და მართავდა პირველი კერძო საინვესტიციო ფონდს (JSC Caucasus Energy & Infrastructure) საქართველოში, რომელიც ენერგეტიკულ პროექტებზე იყო ორიენტირებული; არჩილი მუშაობდა სს თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტად და იყო საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის წევრი. ის ასევე იყო თურქეთში სს ,,ენერგოპრო თურქეთი“-ს დირექტორი. მას აქვს ჰიდროენერგეტიკული პროექტების მართვის გამოცდილება. გარდა ამისა, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი ენერგეტიკისა და ეკონომიკის სექტორში.
ირაკლი ბეჟუაშვილი
მმართველი პარტნიორი
პროექტის მენეჯერი – ირაკლი ბეჟუაშვილს აქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის 1.4, 6, 35, 45 და 50 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მართვაში. ის იყო რეგიონში პირველი კერძო საინვესტიციო ფონდის (JSC Caucasus Energy & Infrastructure) ფინანსური დირექტორი რომელიც ენერგეტიკულ პროექტებზე იყო ორიენტირებული. გარდა ამისა, მას აქვს ათეულობით ჰიდროენერგეტიკული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებების, მშენებლობის მინიტორინგის, პროექტირებისა და ტექნიკური კვლევის ჩატარების დიდი გამოცდილება. იგი ასევე მუშაობდა გლობალური აუდიტორული კომპანიის PwC-ის კონსულტანტად.
იაკობ თოდუა
მთავარი ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსი
„იაკობ თოდუას აქვს 47 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ელექტროსადგურების პროექტირებისა და მშენებლობის სფეროში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მუშაობს „თბილჰიდროპროექტის“ საინჟინრო განყოფილებაში კონსტრუქტორად. (ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება და მშენებლობის ზედამხედველობა) მუშაობდა ენგურჰესის (ყველაზე დიდი ჰესი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში) მშენებლობაზე ტექნიკური განყოფილების უფროსად. საქართველოს სამშენებლო კომპანია „საქჰიდროენერგომშენის“ (ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო კომპანია) ტექნიკური განყოფილების უფროსად. საერთაშორისო პერსპექტივიდან ერაყის რესპუბლიკაში მუშაობდა მდ. ევფრატზე „ალ-ქადისია“ ჰესის მშენებლობაზე ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ. 6,5 წელი მუშაობდა მშენებელ-ინჟინრად ორ ამერიკულ კომპანიაში “Kellogg Brown & Ruth Service” და “DynCorp International”. იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ტექნიკური ექსპერტი, შემდეგ კი ქართული კომპანიის შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ ტექნიკური მენეჯერი/ექსპერტი. ის არის შპს „ჰიდროკორპის“ მთავარი ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსი.
ნოდარ მამათელაშვილი
სამშენებლო სამუშაოების ინჟინერი
ნოდარ მამათელაშვილს აქვს 30 წელზე მეტი სამშენებლო სექტორში მოღვაწეობის გამოცდილება. მას აქვს დოქტორის ხარისხი სამშენებლო მექანიკაში. ის იყო რამოდენიმე დიდი სამშენებლო პროექტის მშენებლობის ხელმძღავანელი, მათ შორის მისი ხელმძღავნელობით განხორციელდა საქართველოს სანაპირო დაცვის გემების ბაზის მშენებლობა ქალაქ ფოთში და გემების ნავსადგურის მშენებლობა ქალაქ ბათუმში 2012-2015 წლებში. მას ასევე აქვს გამოცდილება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და მშენებლობის ხარისხის კონტროლში, მათ შორის მტკვარი, საშუალა 1, საშუალა 2, ნაკრა და გოგინაური ჰესებზე. 2021 წლიდან არის შპს ,,ჰაიდროკორპი“-ს გუნდის წევრი და ხელმძღვანელობს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მიმართულებას.